საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია, სადაც კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიები მოინახულა, სტუდენტებს შეხვდა და პროგრამების მიმდინარეობასა და არსებულ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.
აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხულოს ფილიალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და კოლეჯის წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა ფილიალის სტუდენტებს.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს "Portsmouth College"-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში მხარეები იმუშავებენ ერთობლივ პროექტებზე და განახორციელებენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამას. შესაბამის შეთანხმებას ხელი ბათუმში მოეწერა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 102 წლისთავთან დაკავშირებით წიგნის „უნივერსიტეტი“ მეხუთე შევსებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მოთხრობილია კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია დაარსებიდან დღემდე. ალბომში გამოყენებულია უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალა. მისი ავტორი და შემდგენელია ზურაბ გაიპარაშვილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი დაბა შუახევს ესტუმრნენ, სადაც პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ ფილიალის მშენებლობის პროცესი მოინახულეს.
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დაესწრო. მინისტრმა ქართველი სპორტსმენების ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა. დოკუმენტში განხილულია განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული სიახლეები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დანიელ ჰაასმა, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, დუალური პროგრამის კურსდამთავრებულებს დიპლომებთან ერთად „სტუმარ-მასპინძლობის“ სფეროში „პირველი კურსდამთავრებულის“ სერტიფიკატები გადასცეს.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე, პროფესიული განათლების სისტემა პირველად მიიღებს სტუდენტებს, რომლებსაც პროფესიის შესწავლის პარალელურად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, განათლების გლობალური კამპანიისა (GCE) და ორგანიზაცია "გლობალური პარტნიორობა განათლებისათვის (GPE)" წევრებს, რომლებიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს წარმოადგენენ, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში არსებული ვითარება, გამოწვევები და მიღწევები გააცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის" ფარგლებში.