საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტრასბურგში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეული, ინგლისურენოვანი უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს და წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელში“ არაფორმალური სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროექტის „სკოლა მუზეუმში“ შესახებ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში, კურსის მონაწილეებს ლექცია ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ წაუკითხეს. მათ სპორტის მარკეტინგის მნიშვნელობასა და მის მზარდ როლზე ისაუბრეს. გარდა ამისა, კურსის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ორენოვანი სანოტო კრებულის „ქართული სიმღერა-თამაშები“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სამინისტროსა და ა(ა)იპ „სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ მხარდაჭერით გამოიცა.
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას განათლების სპეციალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ბრიტანეთის საბჭოს რეგიონულ დირექტორთან ჯოანა ბურკთან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სავაჭრო დესპან, ვინტერბორნის ბარონესა ემა ჰარიეტ ნიკოლსონთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის ITER VITIS-ის პრეზიდენტს ემანუელა პანკეს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ღვინის ევროპულ მარშრუტში გაწევრიანებაზე ისაუბრეს. ლევან ხარატიშვილმა ემანუელა პანკეს ქართველი სტუდენტების იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირების შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება.
განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში გრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 15 წლის საიუბილეოღონისძიება გაიმართა, სადაც სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში და 2020 წლის სამოქმედო სტრატეგია წარმოადგინა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.