საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა – ქალაქ თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინო“ – დათვალიერა და ახალი "Tecnam"-ის ორძრავიანი ტიპის თვითმფრინავის პრეზენტაციას დაესწრო. მინისტრმა თავადვე გამოსცადა ახალი თვითმფრინავის შესაძლებლობები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს იუბილე მიულოცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ინკლუზიური პროფესიული განათლების თემაზე გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2019 წელი შეაჯამა. სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე აირჩიეს. ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელიც ასოციაციამ ზედიზედ მეოთხედ გამოარჩია. გამოკითხვაში მეორე ადგილი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი მსოფლიოს, ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონს, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანს ერგო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული, გენერალური მდივანი, გიგა ქართველიშვილი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი.
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური განათლებისა და უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა კონფერენცია "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით".
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ეკატერინე დგებუაძემ და ირინა აბულაძემ ფსიქოლოგებთან და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სასტუმრო რუმსში, „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ პროგრამის 2018-2019 წლების შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე და აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მოზარდებისთვის პროფესიული და მასოვრივი სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.