ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ანდრიი ჟოლდაკი თბილისში უილიამ შექსპირის ტრაგედიის „მეფე ლირის“ მიხედვით დგამს სპექტაკლს სახელწოდებით - „დედოფალი ლირი“. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი ირინა საგანელიძე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთევან დოლიძე და სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ანდრიი ჟოლდაკი უძღვებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყო. სამთვიანი პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ენას მარნეულის, დმანისის და საგარეჯოს ბენეფიციარები შეისწავლიან.
2019 წლის 21-28 ივლისს, სომხეთში, ქალაქ ერევანში, შემოქმედებითი ტექნოლოგიების "TUMO" ცენტრის ორგანიზებით და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პარტნიორობით, საზაფხულო ბანაკი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 50 ქართველი მოზარდი მიიღებს.
პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 19 ივლისს გამოცდას ბიოლოგიაში, უცხოურ ენებში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფიო გორგოძესთან ერთად, პროცესის მიმდინარეობას 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო.
ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის XV ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. ცერემონიის ბოლოს სპორტმსენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, რომელიც მძლეოსანმა მედეა შონიამ წაიკითხა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) დარეგისტრირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნეს და იმ შედეგებზე ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ბაზის Web of Science-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეცნიერების, მკვლევართა პუბლიკაციებს ციტირების ყველაზე მაღალი ინდექსი აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რაც საქართველოს მეცნიერების დიდი საერთაშორისო წარმატებაა და ადასტურებს მათი კვლევების მაღალ დონეს, სამეცნიერო ნაშრომებისაქტუალობასა და მაღალკონკურენტუნარიანობას, მოთხოვნადობას მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ „EURAXESS“-ში გაწევრიანებასთან დაკავშრებით პრეზენტაცია „ახალი ნაბიჯი ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“ წარადგინეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპული ინოვაციების საბჭოს პილოტის EIC Roadshow-ს ღონისძიება გაიმართა.
“დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანესი სპორტული და არა მხოლოდ სპორტული მოვლენის მოწმენი გავხდით, ევროპის 2021 წლის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნების ვინაობა მიუნხენში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცის ბორდის წევრებმა დაასახელეს და საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა ვისაც ეს უდიდესი პატივი ერგო! - განაცხადა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.