საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირების პროცესი დასრულდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ციფრული სკოლა - საქართველო“ ორდღიანი შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის პირველ დღეს პროექტში მონაწილე სკოლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ რას ნიშნავს ციფრული სკოლა მათ რეალობაში და როგორ განახორციელეს ეს იდეა. ამავე დღეს უნივერსიტეტის ღია სივრცეში პოსტერების გამოფენა გაიმართა, სადაც თითოეული სკოლის გამოწვევა, მიზანი, ციფრული ხედვა, სტრატეგია, განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგებია ასახული.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი დაინიშნა.
საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც 2019 წლის 17 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა, პროცესი ხარვეზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დასრულდა. საქართველოს 2084 საჯარო სკოლიდან არჩევნები 2071 საჯარო სკოლაში ჩატარდა. კანდიდატების არ არსებობის გამო არჩევნები არ გამართულა მცირეკონტიგენტიან და იმ ორ საჯარო სკოლაში, რომელიც საქარტველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე 126-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და სამეურვეო საბჭოს არჩევნების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას" დაიწყო. კამპანია სიმბოლურად 18 დღე გაგრძელდება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე შედეგებისა და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ.