განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ვატიკანის ელჩს საქართველოში, არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა და მას განათლების სფეროში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმები გააცნო.
5 მაისს, მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება - მსოფლიო რბენა - Wings for Life World Run ჩატარდა. საქართველოში მარათონი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
18-19 მაისს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირს კომპლექსის - „თბილისი ჰილს“ – ‘Tbilisi Hills Golf & Residences’ - გოლფის მოედანი უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 30-ზე მეტი გოლფერი მიიღებს, მათ შორის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - მიხეილ ძაძამია და ანდრო შილაკაძე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბათუმის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, რიგით XIV საერთაშორისო ფესტივალთან „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა.
წლევანდელი ფესტივალის „სტუმარი ქვეყანა“ უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი, კრეატიული დოკუმენტური ფილმებით იქნება წარმოდგენილი.
ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი "თეთრი ქარავანი" 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კანის კინოფესტივალს უბრუნდება! "თეთრი ქარავანი" სექციაში Cannes Classics იქნება ნაჩვენები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში 19-24 აპრილს ქალაქ სტამბოლს თანამედროვე ქართველ მწერალთა ჯგუფი სტუმრობდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმაურება რიგი მედიასაშუალებებით გავრცებულ ინფორმაციას, თითქოს სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სსიპ-ებს, მათ შორის დადიანების სასახლეს, 7 აპრილს მინისტრის ავტორობით მიუვიდა წერილი, რომლის თანახმად, მათ სივრცეში პოლიტიკური აქტივოვბების გამართვა იკრძალება.