„საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული სამეცნიერო გუნდი „ობერტონი” დააჯილდოეს.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც კენჭისყრის შედეგად ჩემპიონატში მონაწილე გუნდები დაწყვილდნენ.
საქარველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ქართველ და უცხოელ პარტიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვადრაში, სადაც საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პრიორიტეტები, სამომავლო გეგმები და საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.
29-31 მარტს, საქართველოს დედაქალაქი თბილისის გრან პრის უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრების სახელით 37 სპორტსმენი იასპარეზებს.
სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს. დღეიდან, მანდატურები 7 რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დამატებით - 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი.
სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ინკლუზიურობის, ინოვაციის და ხარისხის პროექტი საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი დაწესებულებების და სკოლების მშენებლობას ან/და რეაბილიტაციას.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მსოფლიო რანგის მეცნიერის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიური პრემიების მრავალგზის ლაურეატისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი მელიქიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ სიტყვით მიმართა.
ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ 3 ფერწერულ ტილოს მოიცავს.
მიხეილ ბატიაშვილმა “ახალი სკოლის მოდელში” ჩართული სკოლების დირექტორებსა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პროექტის მიზნებზე, განხორციელების გზებზე, მოსალოდნელ შედეგებზე, ადმინისტრაციულ და შინაარსობრივ საკითხებზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსის საფინალო ღონისძიება გახსნეს, რომლის გამარჯვებული 50 ფინალისტი მოსწავლე „მომავლის ბანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების კამპანია - „მე ვირჩევ თანასწორობას“ დაიწყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველო-ბელარუსის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ბელორუსიის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ ალექსანდრე შუმილინმა ბელორუსია-საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკურ კომისის თანამშრომლობის რეგლამენტს მოაწერეს ხელი.