საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველო-ბელარუსის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ბელორუსიის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ ალექსანდრე შუმილინმა ბელორუსია-საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკურ კომისის თანამშრომლობის რეგლამენტს მოაწერეს ხელი.
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში, ფრანკოფონია 2019-ის კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ, ბელგიისა და მოლდოვას ელჩებმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ბერტ შჰოფსიმ და გეორგე ლეუკამ, შვეიცარიის საელჩოს პირველმა მრჩეველმა ალვარო ბორგიმ დააჯილდოვეს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უნივერსიტეტების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განათლების რეფორმის ყველა მიმართულება, ამასთან, 2020 წელს დაგეგმილი საგამოცდო სიახლეები და მობილობის პროცედურები განიხილა.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქალთა ნაკრებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორებს ასტანაში წარმატებული გამოსვლა პირადად მიულოცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და მოადგილე შალვა გოგოლაძემ. მიღებას ესწრებოდნენ სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ვეტერენი მოჭადრაკეები და მოწვეული სტუმრები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სამართლებრივი ჩარჩოები, მისი დანერგვისა და დაფინანსების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები და პროექტები განიხილეს.
ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „კარგი მმართველობის ფონდი“ (GGF) განათლების სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ახალ მექანიზმებსა და კოლეჯების მართვის ახალ მოდელს ითვალისწინებს. ამ მიზნით, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორის დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ თაობაზე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო, აკადემიური სფეროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესს.
11-14 მარტს, მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში, იმართება ხელოვნებისა და კულტურის მე-8 მსოფლიო სამიტი, რომლის მთავარი თემაა „მობილური გონება: კულტურა, ცოდნა და ცვლილება“. აღნიშნულ ღონისძიებას სპიკერის რანგში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ესწრება.
იაპონიაში პროექტის - „საქართველო-ღვინის სამშობლო“ - ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე.