საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში გამარჯვებულები პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობაკიძემ დააჯილდოვა.
11 მარტს, ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე (#103) გაიხსნა ახლად აშენებული მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელში მომზადებასაც შეძლებს სხვადასხვა სპორტის სახეობის 1500-ზე მეტი სპორტსმენი.
რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.
14 და 15 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება შეხვედრა საბაზო საფეხურის მე-7 კლასის და დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებთან - ავტორებთან.
განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს. ახალი ინიციატივა მიხეილ ბატიაშვილმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო, რომლებმაც თავის მხრივ, გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ახალ ინიციატივას, რათა ქვეყანაში კვალიფიციური სამუშაო ძალა განვითარდეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მე-2 ფაზის განხორციელების მაკოორდინირებელ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი ესწრებოდა.
სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოების ყველაზე დაინტერესებული სეგმენტის - მშობლების ჩართულობას.
7 მარტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში დაცულ, მართლმადიდებლურ საეკლესიო საგანძურზე ერთობლივ ზრუნვას ითვალისწინებს.
საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მეცხრე-მეთორმეტე კლასელებისთვის ესეების კონკურსი “მომავლის ევროპელი” - “Imagining the European of the future?” გამოაცხადა.
2019 წლის 5 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში, ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ფსიქოლოგებისა და ოკუპაციური თერაპევტების ჩართულობით, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის დამხმარე გზამკვლევები შეიქმნა.
განათლების რეფორმის ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვის პედაგოგები და სკოლები აქტიურად ემზადებიან. 50 სკოლის მხარდამჭერი ჯგუფების მომზადება ინტენსიურად მიმდინარეობს.