ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ანიმაციების კონკურსი - „გაცოცხლებული სურათები“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს VII-XII კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიაში გაიმარჯვეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, დიდი ქართველი ხელბურთელის, მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავის ჯემალ ცერცვაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს. ქართული და მსოფლიო ხელბურთის მაესტრო, „ხელბურთის პელედ“ წოდებული ჯემალ ცერცვაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეფასების ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვას გულისხმობს. შეფასების ახალ მოდელზე მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.
28 იანვარს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა სემინარი სახელწოდებით "21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა". ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ბარტოლიმ და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზვიად როსტომაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მორიგი საჯარო სკოლა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში გახსნა.
კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე გაეცნო.
განათლების რეფორმის ფარგლებში, რომელიც ევროპის წამყვანი ქვეყნების სამეცნიერო სტრუქტურებში ქართველი მეცნიერების მაქსიმალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც წარუძღვა ფონდის მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მოწვეული ექსპერტი, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი, ბატონი ტიმოთი რაიანი.
განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელთან ნიკა დობორჯგინიძესა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგოების მიმართულების ექსპერტთან სანდრო ასათიანთან ერთად საზოგადოებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.
„ამ მოსწავლეების დიდი წარმატება შედეგია სკოლის, პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთიანი ძალისხმევის და ეს არის საუკეთესო მაგალითი როგორ მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენს მიერ დაანონსებული რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის - სკოლის, მასწავლებლების და მათი მოსწავლეების სრულფასოვანი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“ - განაცხადა დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ქართველ მოსწავლეებთან და მათ პედაგოგებთან შეხვედრისას.
საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ეროვნულმა საბჭომ საქართველოში მიღწეული წარმატებისა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელა. საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე დაესწრო, რომელმაც განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს კიდევ ორი სკოლა შეემატა. ამჯერად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, პარლამენტარებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში ქალაქის მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები გახსნა, სადაც 2000-მდე მოსწავლე სრულად განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ გარემოში აგრძელებს სწავლას.