საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის N650 ბრძანების პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დამტკიცებული სტუდენტთა სია (ბაკალავრები)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 25 დეკემბრის N650 ბრძანების პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით დამტკიცებული სტუდენტთა სია (მაგისტრები)
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის” გამარჯვებული მკვლევრების მიღება და მათი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 2018 წელს სტუდია „მემატიანეში“ არსებული 12 000 ყუთი კინოფირის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და თითო მასალიდან 1 წუთის ციფრულ ფორმატში გადაყვანა მოხდა.
გასართობ ცენტრ Ballroom-ში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის კიდევ ერთი საინტერესო აქცია ჩაატარა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის სამაგალითო შესრულებისთვის 54 მანდატური მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მინისტრმა მადლობის სიგელები გადასცა, ასევე, მანდატურის სამსახურის შვიდ თანამშრომელს.
21 დეკემბერს, მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრში FABRIKA/ფაბრიკა, საქართველოს ახალგაზრული ორგანიზაციების რიგით IX საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა.
18-21 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, კომიტეტის აღმასკომის წევრებს და სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბაკალავრთა სია.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მაგისტრანტთა სია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის (WSD program) მხარდამჭერი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა. ელექტრონული პლატფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დაესწრო.