განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს - ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ.
გადაწყვეტილება რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12 კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.
ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან და შვეიცარულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან ერთად საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ სამეცნიერო და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები მოინახულა, მოსწავლეებს შეხვდა და ნორჩ გამომგონებელთა ნამუშევრებს გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ განხილულ იქნა IDFI“-ის ანგარიში ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ და წარმოგიდგენთ ჩვენს პოზიციას:
25 ივლისს ბანკ „კრედოს“ ოფისში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, პროექტ ,,ფუძეობის“ ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე და ბანკ ,,კრედოს'' წარმომადგენელი მეგი გურგენიძე უძღვებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. გარდა ამისა, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორცილებს.
„2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ აპლიკანტს! მადლობა ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებაში“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც სპეციალურ ბრიფინგზე ეროვნული გამოცდების დასრულება შეაჯამა.
ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ანდრიი ჟოლდაკი თბილისში უილიამ შექსპირის ტრაგედიის „მეფე ლირის“ მიხედვით დგამს სპექტაკლს სახელწოდებით - „დედოფალი ლირი“. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამების და პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი ირინა საგანელიძე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთევან დოლიძე და სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ანდრიი ჟოლდაკი უძღვებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის ქართული ენის სწავლების პროცესი დაიწყო. სამთვიანი პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ენას მარნეულის, დმანისის და საგარეჯოს ბენეფიციარები შეისწავლიან.