ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა US Open-ის მეორე ეტაპზე მსოფლიოს მე-18 ჩოგანი ჯეკ სოკი 4 სეტში - 4:6, 6:3, 6:2, 7:6 დაამარცხა და მე-16 ფინალში გავიდა. ამ გამარჯვებით ნიკამ 90 სარეიტინგო ქულა და 156 ათასი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.
ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე. ასევე მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.
წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმაბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა - "ქართული წიგნი" გამოუშვა.
დასრულდა ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ბანაკს სულ 30 ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სტუმრობდა.
ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“ მასშტაბური ფესტივალი დასრულდა. ფესტივალზე საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მრავალფეროვანი კულტურული და მუსიკალური პროგრამით იყო წარმოდგენილი.