„მოვუსმინოთ მომავალს და მოვემზადოთ მისთვის“, 2018 წელს სმენის საერთაშორისო დღის სლოგანით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანიც იყო საქართველოში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციის საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიულ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ გამართულ დასაქმების ფორუმს დაესწრო. ფორუმზე 20-მდე კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი და მასში მონაწილეობა გლდანის მოსახლეობის 500-მდე სამუშაოს მაძიებელმა მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე იმსჯელა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) და სენიორ ექსპერტების სამსახურის (SES) მხარდაჭერით, მშენებლობის მიმართულებით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების გადამზადება დაიწყო. დარგის წამყვანი გერმანელი სპეციალისტების მიერ მთელი საქართველოს მაშტაბით 100-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, გლობალური საგანმანათლებლო ქსელის SABIS®-ის დელეგაციასთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია დღეს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა უმასპინძლეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, განცხადებით, უმნიშვნელოვანესია პრემიერის ინიციატივა სპორტულ აქტივობებში ჩართული ადამიანების გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების შესახებ, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება და ამ მიმართულებით, პროექტები კიდევ უფრო გაძლიერდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ, ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან და ესტონეთის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც საქართველოსა და ესტონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი სამოქმედო გეგმა განათლების თემაზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებსა და განათლების მკვლევარებს წარუდგინა. შეხვედრის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ პერიკლეს მიტკასს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობით, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის ექსკურსიები და ლაშქრობები გრძელდება.
სასკოლო სახელმძღვანელოების გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს აწარმოებს გამჭვირვალედ, ღიად და საჯაროდ. შედეგად, ახალ სასწავლო წელს, I-VI კლასის მოსწავლეები, ყველა პარამეტრით გაუმჯობესებული სახელმძღვანელობით ისწავლიან.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი გაიხსნება. ამ საკითზე წარიმართა საუბარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ევროპის აკადემიის პრეზიდენტთან, ზირდ კლოტინკისთან, ევროპის კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ევა კონდოროშთან და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ, ალექს ვეხრაცკისთან შეხვედრაზე.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (EMIS) და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისის ღია უნივერსიტეტის პარტნიორ, ჩინეთის ლანჯოუს უნივერსიტეტში, საქართველოს შემსწავლელი ცენტრი დაარსდება. ამ თემაზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელსა და ლანჯოუს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ბაო ბაოტინს შორის.