საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული KIUInnovate-ის რიგით მე-2 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გახსნა და მონაწილეებს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.
იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა გახსნა, პედაგოგებს და მოსწავლეებს თანამედროვე სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცა და ის პროექტები გააცნო, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს ღირსშესანიშნავი თარიღი პირადად მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრის პირველ მოადგილე ომერ ფარუქ იელქენჯთან, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაისთან და თურქეთის მაარიფის ფონდის თავმჯდომარე ბიროლ აქგუნთან ერთად, მაარიფის საერთაშორისო სკოლა გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა წარუდგინა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ დამტკიცდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია.