საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ -ამერიკულმა საინჟინრო-მხაზველობითმა კომპანიამ „ესკად ჯორჯია“ და საზოგადოებრივმა კოლეჯმა "ინფორმაციული ტექნოლოგიების" აკადემიამ ერთობლივად განახორციელეს საინჟინრო-მხაზველობითი პროგრამის „AutoCAD“ და ხაზვის ტრენინგ-კურსი, რომლის დასრულების შემდეგ 12 სტუდენტიდან 8 თავად კომპანიაში დასაქმდა. მოკლევადიანი კურსის წარმატებით დასრულებისთვის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების სფეროში საერთაშირისო პარტნიორობის გაფართოების მიზნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან შეხვედრა გამართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძრვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომლის განხილვაც დღეს გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „ნიკორა“ ტრეიდის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორდა. დოკუმენტს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ მოაწერეს.
თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექციამ სპორტის დარბაზში სკოლის ტექნიკურ პერსონალს ემოციური სურპრიზი მოუწყო - დამლაგებლებს, დარაჯს, დაცვის თანამშრომლებს და ხელოსნებს ისინი ტაშით, ტრანსფარანტებით და შეძახილებით „თქვენ ჩვენ ძალიან გვიყვარხართ!“, „ვაფასებთ თქვენს შრომას!“ შეხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SDSU) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ოთხსართულიანი, 4750 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა აშენდა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე. დღეს საზეიმოდ აღინიშნა ახალი კამპუსის კარკასის დასრულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური სწავლების თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დუალური სწავლების სამოქმედო გეგმის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გზამკვლევის პროექტზე იმსჯელეს.