საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სტრასბურგში მთავარი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული მინისტერიალის 26-ე სესიაში სახელწოდებით – „განათლება გარდამტეხი ძალა: უნივერსალური ღირებულებები და სამოქალაქო განახლება“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) ღონისძიებას მასპინძლობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორ კამი ნორასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს ჰიდეკი იშიძუკას უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.
უმაღლეს და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის დამტკიცდა პროფესიული ტესტირების განრიგი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში პაველ ჰერჩინსკისთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ახლად რეაბილიტირებულ თბილისის 147-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა.
ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის პროექტთან ,,განათლება და ზრდა ახალგაზრდებთან ერთად მომავლისკენ“ თანამშრომლობისთვის. სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 2023 წლის 16 ოქტომბერი.
სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას დღეიდან იწყებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ჩივნინგის (Chevening Scholarships) 2023-2024 სასწავლო წლის სტიპენდიატების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.