ფოტოგამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ გაიხსნა. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ შემაჯამაბელი პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნულ პროექტს ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე, მიხეილ ჩხენკელი ვრცელი სიტყვით წარსდგა და სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
15 დეკემბერს, სასტუმრო „ბეტსი“-ში გაიმართა იუნესკოს მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“ შემაჯამებელი ღონისძიება.
ღონისძიებაზე ცენტრის პარტნიორმა ორგანიზაციებმა, კურსდამთავრებულებმა და თანამშრომლებმა მუშაობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
პროექტის „ინგლისური საზოგადოებრივი ჩართულობისა და დასაქმებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და ბრიტანეთის საბჭომ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები, იუსტიციის სახლებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან. სამმხრივ შეთანხმებას ხელი მიხეილ ჩხენკელმა, თეა წულუკიანმა და ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ წმინდა ნინოს სახელობის სკოლას ეწვია და „რობოტექნიკის“ გაკვეთილებს დაესწრო.
გლობალურ პროგრამაში “ნესტლე“ ჯანმრთელი ბავშვები – მხიარული გაკვეთილები კვებაზე” თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ხუთი ახალი სკოლა ჩაერთო. პროგრამის პილოტირება 2011 წლიდან დაიწყო, რაც მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონკრეტულად კი ჯანსაღი კვების, ჰიგიენისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას გულისხმობს. პროექტში სულ საქართველოს 36 სკოლის 6 858 მოსწავლე მონაწილეობს და მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა.
მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, კახეთის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონების მცირეკონტიგენტიანი სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასების 450 მოსწავლისთვის, დაბა ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული სკოლა ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში მომზადებულ გაკვეთილებს დაესწრნენ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, შედეგები და შემდეგი ნაბიჯები“ გაიმართა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ახალციხის N1 და ვალეს N1 საჯარო სკოლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ საზეიმოდ გახსნეს.