საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებულ ახალ პროფესიულ პროგრამებზე პირველ სტუდენტებს მიიღებს. სტუდენტები ცენტრში დაეუფლებიან თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიებს მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის, მექატრონიკის ტექნიკოსისა და სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსის მიმართულებით. ყველა პროგრამა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ, რომელიც გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაიცემა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017-ის გამარჯვებული გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა. მას ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიიაზე, ფინალურ ეტაპზე გასული დანარჩენი 4 მონაწილეც დასაჩუქრდა.
ქართულ-ესტონური თანამშრომლობის ფარგლებში, რიგით მე-4 პროექტის ,,ესტონეთის მოწინავე პრაქტიკა საქართველოში, სახელობო განათლების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. პროექტში აქტიურად მონაწილეობდა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა".
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“, „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების კავშირისა“ და „სპორტულ კლუბ მორკინალი 2011“-ის ორგანიზებით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებლის დღის აღსანიშნავად პედაგოგებს შორის „სპორტული კვირეული-2017“ გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან -15 ოქტომბრის ჩათვლით, აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გადასცეს.
მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსი „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ ჩატარდა, რომლის გამარჯვებულებიც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებმა ფულადი ჯილდოთი და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.
საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა - ბათუმში „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა და მას 250-მდე უცხოელი დელეგატი ესწრება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და განათლების საკითხზე მომუშავე ექსპერტები იღებენ.