საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენერთა ტრენინგს მოწვეული უცხოელი ექსპერტები ატარებენ გერმანიიდან. სატრენინგო მასალა შემუშავებულია ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ და ის წარმატებით დაინერგა უკვე სხვადასხვა ქვეყანაში.
ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში, ესტონელი ექსპერტების მიერ, 15 საპილოტე სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში სკოლის დირექტორებსა და მოადგილეებს, როგორც სასწავლო ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, ინფორმაცია მიეწოდათ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებებზე.
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისოფესტივალის ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ რომელიც ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.
15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს თბილისის 143-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. ამავე დღეს, მინისტრი თბილისის 32–ე საჯარო სკოლას, კერძო „მწვანე სკოლას“ და იტალიურ სკოლას ეწვია. სკოლის წარმომადგენლებს ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.
გრძელდება ჩვენი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამჯერად, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც სრულიად ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.
პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროცესში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ბათუმის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „სამუშაოზე დაფუძნებული - დუალური მიდგომით სწავლება“.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანს, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოში საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესთან ერთად, კავკასიის ფრანგულ სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის განახლება მიულოცა და შემდეგ, სასწავლო გარემოს გაეცნო.
VII, VIII, IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში კიდევ ერთი ორგანიზაცია - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - ჩაერთვება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ექსპერტებთან ერთად, სამოქალაქო განათლების სტანდარტზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს.