საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრი“ კომპანიის „ხელოსნების ქალაქი“ ბაზაზე, ახალი ტრენინგ-ცენტრი გახსნა, სადაც დუალური განათლების პილოტირება „დურგლის“, „ხის მხატვრული დამუშავების“ და „ავეჯის კონსტრუირების სპეციალობების“ მიმართულებით განხორციელდება.
2017 წლის ივლისში, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 13:00 საათიდან - 15:00 საათამდე განათლების საერთაშორისო ცენტრში 2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის (2018-19 Fulbright Graduate Student Program) შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.
საჯარო სკოლების კვების ობიექტების პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენელთა გადამზადების პროექტი დაიწყო. ახალი პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის ყველა ბიზნესოპერატორი, ანუ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სკოლებში მოსწავლეთა ჯანსაღ კვებაზე.
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM International) სპეციალისტები, ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ. შესაბამის დოკუმენტს დღეს, ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა მოაწერეს.
ქუთაისში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება. საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის პროგრამის განხორციელებაში, როგორც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის, ასევე სხვა პროექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" მიიღებს. შესაბამის მემორანდუმს დღეს, ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოაწერეს.
წელს პირველად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური ერთობლივ „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.