ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვას. მოსწავლეები იმ უზარმაზარ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელსაც უშუალოდ შეეხება ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები. აქედან გამომდინარე, მათთვის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობა და მათი მოსაზრებების მოსმენა აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანია რეალურად ქმედითი სასწავლო პროგრამების ჩამოსაყალიბებლად.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრიერებული აბიტურინტებისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესგამოცემა „ფორბსის“ ერთობლივი სასტიპენდიო კონკურსში, აბიტურიენტებმა საინტერესო და ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს. მათგან სამი გამარჯვებული გამოვლინდა:
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ამერიკის მშვიდობის კორპუსის მაღალი რანგის დელეგაციას და ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელის უმასპინძლა. მშვიდობის კორპუსის დელეგაცია წარმოდგენილი იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეილა ქროულის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრებს შორის იყო თეთრ სახლში მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი მეთ მაკკინი.
„ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია რწმენასა და იმედზე, რომელსაც თქვენ გვაძლევთ“, „თქვენი პატარა გულით ნათქვამი ეს სიტყვები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, „მიხარია, რომ ასეთი მაგარი ხალხი, როგორიც შენ და შენი მეგობრები ხართ, ჩვენზე ღელავენ“... ასე იწყება საპასუხო წერილები, რომელიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცებისაგან მიიღეს. ბარათები მოზარდებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ გაუგზავნეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მედია-ტექნოლოგიების ლაბორატორია და სტუდენტური ტელევიზია გაიხსნა. ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს სასწავლო პროცესის პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასთან ერთად, საშუალება ეძლევათ შექმნან მედია-ბაზრისთვის (და არა მარტო) მოთხოვნადი პროდუქტები.
სასკოლო განათლების ძირითად გამოწვევებზე მიძღვნილი კონფერენციის მეორე დღე დაეთმო დისკუსიებს იმ ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებას და ზოგადად სასკოლო განათლების ხარისხის ზრდას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრისა და ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს მიწვევით, პროექტის ,,ესტონური რეფორმის გამოცდილება და ესტონელი ექსპერტების შუამდგომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოხდა შიდა აუდიტის ფუნქციის ჩამოყალიბებისა და განვითარების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკაში დანერგილი მეთოდოლოგიის, მიდგომებისა და სამუშაო დოკუმენტების გაცნობა.
დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) აშშ-ს განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში ყველა კატეგორიის 585 საჯარო სკოლა (საქართველოს სკოლების 28%) და 121 000 მოსწავლე იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში 7,944 ქართულის, მათემატიკისა და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გადამზადდა.
ახალციხეში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობა“ დასკვნითი-შემაჯამებელი ტრენინგი ჩატარდა. მონაწილეებს სერტიფიკატები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა. პროექტის მთავარი მიზანია ძალადობის პრევენცია, ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ამოცნობა, მათზე რეაგირება და რეფერირების პროცედურების განხორციელება. სამიზნე ჯგუფებს (ბენეფიციარებს) წარმოადგენენ მანდატურები მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე, საქართველოს ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) დირექტორის მოადგილეები/ დირექტორები, სადაც არ არის წარმოდგენილი მანდატურის სამსახური.
პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის სრულად ადაპტირებული გარემო მოეწყო. დამონტაჟდა პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები ეტლით მოსარგებლეებისათვის, სენსორული ბილიკები, მოაჯირები, კიბეების და მოაჯირების მარკირება, ზონების კონტრასტული გამოყოფა, სახელურები, კარები - უსინათლო და სუსტად მხედველებისათვის და სხვა. კოლეჯში ასევე განხორციელდა ლაბორატორიების აღჭურვა, დასრულდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, მალე დაიწყება სარემონტო და აღჭურვითი სამუშაოები. განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა დაათვალიერა.
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება“ პროექტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით კონფერენცია გამართა. კონფერენციის მიზანს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება და ბიზნეს სექტორისთვის პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.