ქართულ-ესტონური საგანმანათლებლო პროექტის - "ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება საქართველოს ბავშვებისთვის“ განხორციელებაში ჩართულია ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდი „ინოვე“, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდი. პროექტს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლებში კამპანია ,,ერთი დღე პროფესიაში“ დაიწყო. კამპანია მოიცავს ისეთ აქტივობას, როგორიცაა აქცია - „მოსწავლე მასწავლებელი“. აქციის ფარგლებში, სკოლებმა მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შესთავაზეს სასურველ საგანში, შესაბამის თემაზე მოემზადებინათ და ჩაეტარებინათ გაკვეთილი თანაკლასელებისთვის ან, სხვა კლასის მოსწავლეებისთვის. აქციაში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სკოლების 700-მა მოსწავლემ გამოთქვა.