საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ ბუნდი (ASB), ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“.
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, 2016 წლიდან, დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. პროგრამით გათვალისწინებულია სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ დევნილთა მხარდაჭერა, კერძოდ, ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯების ანაზღაურება.
რუსთავის პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ პროფესიულ პროგრამებზე მსურველთა მიღებისთვის ემზადება. რეგისტრაციის პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრნენ, ისინი ასევე შეხვდნენ ღია კარის დღეზე მოსულ სკოლის მოსწავლეებს. ქეთევან ნატრიაშვილმა აქვე დააანონსა, რომ სამინისტრო მიმდინარე წლის მაისიდინ იწყებს კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას.
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, თბილისის სკოლების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების მონაწილეობით, სპორტულ ღონისძიებათა ფესტივალი გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, დღეს ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა და პირველი გაკვეთილები ჩატარდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ რამდენიმე ღონისძიებას დაესწრნენ.
მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის „ვისწავლოთ და დავისვენოთ ერთად“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში მყოფი 300-მდე მოსწავლე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მოინახულა. მინისტრის მოადგილე მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებასაც დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლებში არსებული აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეების ინტეგრირებული კლასების მშობლებს უმასპინძლა. 2017 წლის მონაცეემბით ინტეგრირებულ კლასებში 70 აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლე იღებს დამატებით მომსახურებას მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით.
პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა.
ეროვნული კინოცენტრი პროექტის „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა პრესკონფერნცია გამართეს.
ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ორდღიანი „ჰაკათონი“ დაიწყო, რომელშიც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური იდეის პროტოტიპების შექმნის მიზნით, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ჯგუფები იღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოს მთავრობა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ქართული ენის დისტანციურად შესწავლას სთავაზობს. ამ პროექტის ფარგლებში, დისტანციური სწავლების პედაგოგთათვის სპეციალური პროგრამა შემუშავდა.