საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართა, რომელზედაც სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას, უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს, განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს წარუდგინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2014-2016 წლებში პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგები წარმოადგინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და კომისიის წევრებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებულ ცვლიელბებზე იმსჯელეს.