საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს, 136-ე საჯარო სკოლას და კერძო სკოლა აია-ჯესსის ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდნენ.