Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
23/09/2015
ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული  პროგრამების განმახორციელებელ   დაწესებულებებში.
22/09/2015
კომპანია მაგთიკომის ინიციატივით შეიქმნა და გამოიცა ისტორიული შინაარსის წიგნები: „საქართველო და ქართველები“ და „ყოველი საქართველო“. მაგთიკომი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას საჩუქრად გადასცემს აღნიშნულ წიგნებს. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წიგნის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მინისტრი თამარ სანიკიძე, კომპანია მაგთიკომის წარმომადგენლები, წიგნის ავტორები და სკოლის დირტექტორები დაესწრნენ.
22/09/2015
საქართველოს WorldSkills Georgia-ს ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით,  ქვეყნის მასშტაბით პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდა.  კვირეულის დასკვნითი ღონისძიება დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
21/09/2015
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2015-2016  სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიულოცა.
21/09/2015
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ქ. ბათუმს 13-16 სექტემბერს UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ერიკ ფალტი შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს და მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს.
20/09/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმისათვის, რომ სწავლების ხარისხი იყოს მაღალი და შესაბამისი ევროპულ სტანდარტებთან, უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სარეაბილიტაციო და აღჭურვით სამუშაოებს აფინანსებს. ბევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე დასრულებულია რამდენიმეტაპიანი, ძვირადღირებული აღდგენითი სამუშაოები, ნაწილი აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებითა და უნიკალური საკვლევი დანადგარებით. პროცესი შეუქცევადია და მომავალშიც გაგრძელდება.
19/09/2015
მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლოს პროფესიას. მიღება განხორციელდება 150-ზე მეტ, მათ შორის, 45 ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
18/09/2015
საქართველოს მეცნიერების ისტორიაში პირველად, „ელსევიერის“ უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალი განთავსდება. შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა  რუსთაველის  ეროვნულ  სამეცნიერო ფონდში მოეწერა. “ელსევიერის” ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ინგლისურენოვანი ჟურნალი: „ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“ განთავსდება.
18/09/2015
შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები მომზადება-გადამზადების პროგრამას იწყებენ.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ბრიფინგი გამართეს.
17/09/2015
82 ქართველი ახალგაზრდა სტუდენტი ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომს თბილისში მიიღებს, - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამების სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ათასლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს დირექტორმა მაგდა მაღრაძემ მიულოცეს.
16/09/2015
ახალი სასწავლო წლიდან   მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა. პროექტის მთავარი მიზანია მოხდეს სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლება და შესაბამისად,  მივიღოთ უკეთესი ზოგადი განათლების სისტემა. აღსანიშნავია, რომ კარიერულ ზრდას თან ახლავს პედაგოგთა ანაზღაურების მატება.
15/09/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა  კახა კახიშვილმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. მინისტრები #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ, სასწავლო პროცესს დაესწრნენ, პედაგოგებს შეხვდნენ და დაწესებულების ბიბლიოთეკა, ასევე, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ოთახი დაათვალიერეს.

15/09/2015
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედავანში სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ მოსწავლეებს ახალი 205-2016 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
14/09/2015
14 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის საჯარო სკოლიდან მიულოცეს. მთავრობის მეთაურმა და განათლების მინისტრმა, მილოცვის შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერეს ახლადაშენებული თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობა. 
14/09/2015
14 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016  სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თსუ რექტორიმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მიულოცეს. ღოსნისძიებას სამინისტროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478  479  480  481  482   >