საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა
სამოქალაქო ინტეგრაციის, მათი დაახლოებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, განათლების სამინისტრო არაერთ
პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური
უმცირესობებისათვის“, სადაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულ ენას ეუფლებიან, ერთობლივ
პროექტებს ახორციელებენ, ეცნობიან საქართველოს ისტორიას, კულტურას და რამდენიმე
დღის განმავლობაში მეგობრულად თანაცხოვრობენ.