საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სამეგრელოში სკოლის მოსწავლეთა დასწრებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის” მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის N290, N291 და N292 ბრძანებების თანახმად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპექტირება.
სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა Elsevier BV-ის მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი - კვლევების განვითარება საქართველოში“ გაიხსნა.
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემასა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე პრეზენტაციას ამჯერად, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები გაეცნენ.
საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის მიზნით, საქართველოს ბელარუსის უწყებათაშორისი წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე სერეგეი ჩიჟიკი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა.