საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინა სპეციალური კომისია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებს შეიმუშავებს. კომისია დღეიდან მუშაობას შეუდგა. კომისიის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისიტრი თამარ სანიკიძე შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა 2016-2022 წლების (მესამე თაობის) ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტი წარმოადგინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ და გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მოაწერეს.
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 9 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ეს თანხა მოხმარდება ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სინას მთაზე წარმოებული სამეცნიერო ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ასევე მოეწყო ფოტოებისა და სინას მთასთან დაკავშირებული ხელნაწერების გამოფენა, რომელსაც მოწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო.
საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, დაიგეგმა და განხორციელდა 2012/2013 სასწავლო წლის სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევა, რომლის მიზანია იმ ცვლილებების ასახვა, რასაც ადგილი ჰქონდა სწავლის დასრულების შემდგომ ბენეფიციართა ცხოვრებაში.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კერძო სექტორის განვითარების პროექტისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა „პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის“ 2014 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კვლევები: „პროფესიულ სტუდენტთა განწყობების კვლევა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით“ და „დამსაქმებელთა განწყობების კვლევა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით“.