საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოსა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ) 30-წლიანი თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და გლობალური სტრატეგიისა და ინიციატივების დარგში ემორის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ფილიპ ვეინვრაითმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახალ დირექტორთან საქართველოში ჯონ პენელთან. მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ XI კლასის ყველა და X კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელოს შეფასებისა და საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სახელმძღვანელოების მაკეტების (ანონიმური ეგზემპლარების) შეფასების პროცესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იაპონიის ელჩთან საქართველოში იმამურა აკირასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
კოლეჯ „სპექტრში“ პროგრამის –„წყალარინების სისტემების ექსპლუატაციის“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, პშემისლავ ჩარნეკის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, პშემისლავ ჩარნეკის მიწვევით, ქალაქ ტორუნში ცნობილი მეცნიერის ნიკოლას კოპერნიკის 550 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან ერთად მეცნიერების განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის საკითხები განიხილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, პშემისლავ ჩარნეკთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული ქართული ენის, ქართულის – როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.
ქალაქ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილთან ერთად, მიიღო.