კონფერენციაზე “ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები“, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადი განათლების სამომავლო ხედვა და ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები წარმოადგინა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მომდევნო ეტაპს - სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 18-დან 20 აგვისტომდე იქნება განთავსებული.