საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დღეს, ბელარუსის განათლების მინისტრის
მოადგილეს ვიქტორ იაკჟიკისა და ბელარუსის
ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს ანდრეი კრასუცკისს შეხვდა.
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „სკოლისბაზაზემასწავლებელთაპროფესიულიგანვითარება“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტი წელს პირველად ამოქმედდა და მასში 206 საჯარო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო
კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე - პროექტით ,,TEMPUS MUMEENA" მიღწეული
წარმატებები და
სამედიცინო განათლების მომავალი აღმოსავლეთ ევროპაში.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების
მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიიღო.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
დაწესებულების დაარსების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება
გაიმართა. „ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი’’ - ასე ერქვა
გამოფენა-პრეზენტაციის ფორმატით წარმოდგენილ ცენტრის საქმიანობის ანგარიშს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ
სანიკიძე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქართულ კოალიციაში „განათლება ყველასათვის
- საქართველოში“ შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
16
ივნისს ”ინგლისური
ენის სწავლების გაძლიერების პროგრამა” დაიწყო და მისი მონაწილეები ეროვნული სასწავლო
ოლიმპიადების მესამე ტურის შედეგების საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11
კლასის წარმატებული მოსწავლეები
არიან. პროექტის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილე ლია გიგაური გაეცნო.
განათლებისა და
მეცნიერების სისტემის თანამშრომლებისა და წარმომადგენლების სახელით, პატივი მაქვს მივულოცო
საქართველოს ევროპასთან აცოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა!
ამ ხელმოწერით
აღდგა ისტორიული სამართლიანობა!
დასრულდა საქართველოს
ხელოვნური იზოლაცია ევროპული ოჯახიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მისამართით, უკანასკნელ პერიოდში მიმაზნიმართულად გავრცელდა სხვადასხვა შინაარსის არასწორი
ინფორმაცია. ამჯერად სამინისტრო ეხმაურება ელექტრონულად და ანონიმურად
საჯარო სკოლებში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ზაფხულის არდადეგებზე
საჯარო სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგები სასერტიფიკაციო დანამატს არ მიიღებენ.
2014
წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდებისათვის
რეგისტრაცია 36 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა და საგამოცდო პროცესი საქართველოს მასშტაბით
19 საგამოცდო ცენტრში იმართება, მათ შორის
თბილისში 7 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის მეორე ნაწილის (გასაუბრების) გრაფიკს მიმდინარე წლის 01-11 ივლისისათვის. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.
ქართული უნივერსიტეტების
სტუდენტები წელს პირველად, მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ქეისების
საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც 2014 წლის დეკემბერში აზერბაიჯანში
ჩატარდება.
ნარკომანიასთან ბრძოლის
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დელეგაცია ლისაბონში ნარკოტიკებისა და ნარკოტიკზე
დამოკიდებულების მონიტორინგის ევროპულ ცენტრში სამუშაო შეხვედრას მართავს.
ორგანიზაცია PH International, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა
და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს
„საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის
(GE CALLS)“.