სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობითა
და ჩართულობით, მასშტაბურ სასკოლო სპორტულ
ოლიმპიადას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სხვა
მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.