პროფესიულ პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვის მიზნით, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან 20 ნოემბრის
ჩათვლით, რეგისტრაციას აცხადებს.
დაბა
თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ირაკლი ზვიადაური, ხოლო ქალაქ თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად გულნაზი აფციაური შეირჩა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის ინიციატივით, კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ გამოცხადდა.
შესაბამისი ბრიფინგი დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
დირექტორმა ბუბა კუდავამ გამართეს.
ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, პროექტის „უწყვეტი პროფესიული
სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „არაფორმალური განათლების აღიარება“.
4 ნოემბერს პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაიწყო. მიმდინარე კვირის ბოლომდე სასწავლო პროცესი საქართველოს
მასშტაბით არსებულ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ყველა პროფესიულ კოლეჯსა და პროფესიული პროგრამების
განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებელში
დაიწყება.
კახეთის რეგიონში განათლების სისტემიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებულთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერები ამჯერად რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების იმ მეათეკლასელ მოსწავლეებს გადაეცათ, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს დახმარებით ახორციელებს ახალ პროექტს
- ინკლუზიური
განათლების დანერგვა პროფესიული განათლების სისტემაში.