საქართველოს განათლებისა
და
მეცნიერების
მინისტრის
მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის წევრი ლია გიაგური დღეს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის
მიმდებარე სოფლებში იყოფებოდა, კერძოდ, სოფელ ქვეშში, დიცსა და ერგნეთში.
„ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“
ფარგლებში, თბილისის 64-ე და 166-ე საჯარო სკოლებში სენსორული (სმენა) და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირველი
საფეხურის მოსწავლეთათვის ინტეგრირებული კლასები ამოქმედდება, სადაც მოსწავლეები მათ ინდივიდუალურ
საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო სერვისითა და კვალიფიციური სპეციალისტების
მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
გამყოფ
ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა
სამთავრობო კომისიამ, რომლის შექმნაც მთვარობის 1 ოქტომბრის სხდომაზე გადაწყდა,
დღეს,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი
სხდომა გამართა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით
ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა ეროვნული
ასოციაციის (NASRO-ს) წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში
ასოციაციის ინსტრუქტორები
ქართველ მანდატურებს და ფსიქოლოგებს ხუთდღიან ტრენინგებს უტარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მესამე ნაკადის 114 მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით სკოლამდელი
განათლების პირველი საერთაშორისო კონფერენცია “სკოლამდელი
განათლება საქართველოში - რეალობა და პერსპექტივები” გაიმართა.
პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა
მორიგი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.
27 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი “ამაგდარი”
კიდევ ერთ, სოხუმიდან დევნილ, ღვაწლმოსილ პედაგოგს აფხაზეთის №2
საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს სონია სონგულიას გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა თამარ სანიკიძემ სოხუმელ ღვაწლმოსილ პედაგოგს, თბილისის #51 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს
მანანა დოლიძეს სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ორაგნიზებით, პირველად საშემოდგომო მიღებისას, პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ჩაერთვებიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ
ქეთევან ნატრიაშვილმა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა
კახეთის
რეგიონის
საჯარო
სკოლების
225 მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო
საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები), პერსონალურ კომპიუტერები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ნავთლუღის
ქვესადგურში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლას შორის
განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო. დოკუმენტს ხელი საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა
და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების
სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა აარონ ეტინგენმა მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტაჟიორთა
შესარჩევ კონკურსს აცხადებს. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტაჟიორის კვალიფიციურ
კადრად მომზადებას და მის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.