საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს
ბათუმის საჯარო სკოლების მასწავლებლებს
შეხვდა და ის სიახლეები გააცნო, რომელიც ბოლო პერიოდში ზოგადი განათლების
მიმართულებით განხორციელდა.
საქართველოს
განათლებისა და მენციერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, სენაკისა და ჩხოროწყუს
მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და ბიზნესმენი ლევან ვასაძე სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას
სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიას ეწვიენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ
ალუდა გოგლიჩიძემ და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“(CCIIR)
ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ დაწყებითი
კლასების 40 სომეხ და აზერბაიჯანელ პედაგოგს
სერტიფიკატები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი დღეს, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა
სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ დღეს, მერაბ კოსტავას
სახელობის ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის
ფიზიკის მასწავლებელს ვაჟა ესართიას გადასცა.
ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. დღეს სვირში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე ჩავიდნენ და ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც სკოლა აშენდება.
გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის საჯარო სკოლას
ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
დასრულების შემდეგ, უმცროსი ლეიტენანტი ბეგიაშვილი საქართველოს შეიარაღებული
ძალების IV ქვეითი
ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა.
საჯაროდ განხილვისათვის წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს დეკლარაციას უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური
თავისუფლების პრინციპების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, მარნეულის რაიონის
სოფელ
ახალი
დიოკნისის
მოსახლეობას შეხვდა
და
ახალი
სკოლის
მშენებლობასთან დაკავშირებით, სამინისტროს გადაწყვეტილება გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლის 17 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს.
ქალაქ თელავის საბანკო სექტორის
წარმომადგენლებსა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის
დღეს, მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში „დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის“
70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია „განწყობის თეორია, იმპლემენტაცია და
განვითარება“ გაიმართა.
საჯარო სკოლების პედაგოგთა ანაზღაურებად შვებულებასთან დაკავშირებული სიახლე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ თბილისის საჯარო სკოლების 80-მდე დირექტორს თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ორგანიზებულ შეხვედრაზე გააცნეს.
მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მეოთხეკლასელ წარჩინებულ მოსწავლეს ანნა-მარია კარტოზიას დღეს, უკრაინის მოქალაქის ქალბატონ მარგარიტა ბასიკის სახელით, საჩუქრად ნეთბუქი გადაეცა.