საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს გერმანელ სტუმარს,
ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორს (ძველი მსოფლიოს ისტორია), გერმანიის
ფილოსოფიის ფაკულტეტების გაერთიანების თავმჯდომარეს ტასილო შმიტს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი #11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში მივიდნენ, მსჯავრდებულ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად მხატრული და შემეცნებით ლიტერატურა გადასცეს.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის
ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „არაძალადობრივი თანაარსებობა და კონფლიქტების
მართვის სწავლება სკოლებში - რეალობა და გამოწვევები“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის
ინიციატივით, განათლების სისტემის თანამშრომელთათვის,
რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით მომავალი თაობის აღზრდაში,
სამინისტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ დაწესდა.
კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში ჩართულ სამთავრობო სტრუქტურებისა
და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
თემაზე
„ზოგადი განათლების რეფორმირება ეკონომიკური განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების
გათვალისწინებით“ სამუშაო შეხვედრათბილისის ი. ვეკუას სახელობის
ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლაში გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2013
წლის
ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
საორგანიზაციო
შტაბი
შეიქმნა,
რომელიც
გამოცდების
მაღალ
დონეზე
ჩატარებას
უზრუნველყოფს.
დღეს,
შტაბის
პირველი
სამუშაო
შეხვედრა
გაიმართა,
სადაც
განხილული
იქნა
გამოცდებთან
დაკავშირებული
ყველა
საკითხი,
როგორც
შინაარსობრივი,
ასევე
ლოჯისტიკური.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს,
საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და
პედაგოგებს შეხვდა და ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამინისტროს
გადაწყვეტილება გააცნო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამაზე „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო. სპეციალური განცხადება ამის შესახებ ცენტრის
დირექტორმაგია მამულაშვილმა გააკეთა.
ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კოლეჯში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. რამდენიმე სპეციალობაში კონკურსი ჩატარდა, მოეწყო მასტერ კლასები, კონფერენციები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის მიზნით,
სასჯელაღსრულების სისტემაში საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ
სამეცნიერო ბიბლიოთეკას ეწვია, სადაც დღეს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის
რარიტეტის დარბაზი გაიხსნა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა
მიკროფილმების
ელექტრონული არქივის პრეზენტაცია გაიმართა.
ქარელის მე-2 საჯარო სკოლას 100-მდე სასკოლო მერხი დღეს, კომპანია "ნობლ
ჯორჯიას" წარმომადგენლებმა
ჩაუტანეს. ქარელის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი
გასულ თვეში შეხვდა და სკოლაში
არსებულ
პრობლემებს
გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტერიტორიული ორგანოს -
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით
გამოცხადებულ კონკურსში გასაუბრების შედეგად
აპლიკანტები შეარჩია.