სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენა
გაიმართა. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 300-ზე მეტი
პედაგოგი
და მოწვეული სტუმარი სამოქალაქო განათლების
სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო, მათ ასევე მიიღეს
ინფორმაცია ფორუმის წევრ მასწავლებელთა გამოცდილებისა და პროფესიული
განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ესეების კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსში კახისა და ბელაქნის რაიონების 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოების ცერემონია კახის რაიონის სოფელ ალათემურის კულტურის სახლში გაიმართა.
2013 წლის 10 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით პირველი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა
გაიმართა თემაზე “კატასტროფის რისკის შემცირება განათლების სფეროში”.
სპორტკომპლქს „გიო-მირის“ საჩოგბურთო
კორტებზე საჯარო სკოლებს შორის ჩოგბურთის შეჯიბრების
მეორე საფინალო ეტაპი გაიმართა. ფინალში პირველი ეტაპის ქვეჯგუფების გამარჯვებული 64
ბავშვი მონაწილეობდა. ფინალისტებს სამხსოვრო დიპლომები საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ გადასცა.
მასწავლებელთა კონკურსის “პარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“ ფარგლებში მეხუთე ინტერნეტ კონსულტაცია გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ ინტერნეტით მიმართა მასწავლებლებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის
ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თემაზე ”მშობელთა ჩართულობა შვილის სასკოლო
ცხოვრებაში”.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრში სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
აცხადებს კონკურსს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის,
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების
მოსაპოვებლად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო
ორგანიზაცია GIZ-ის ორგანიზებით, ელექტრონული სწავლების (eLearning)
ექსპერტებმა პროექტის- „ელექტრონული სწავლების პერსპექტივები პროფესიულ
განათლებაში“ პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 198-ე საჯარო სკოლას ეწვია, საგაკვეთილო პროცესს გაეცნო და მოსწავლეების მიერ დამზადებული სააღდგომო ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა დაათვალიერა. მინისტრი სპეციალიზირებული სკოლის პრობლემებით დაინტერესდა და დირექტორისაგან სრული ინფორმაცია მიიღო იმ საჭიროებებზე, რომელიც აუცილებელ მოგვარებას მოითხოვს.
დღეს, 09:00 საათიდან
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. 11:00 საათისათვის საქართველოს მასშტაბით
18 საჯარო სკოლა შეივსო. აღინიშნება მაღალი აქტივობა. ამ დროისათვის 20 ათასი მოსწავლეა
დარეგისტრირებული, რაც მთლიანი რეგისტრაციის დაახლოებით 40%-ია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ პირველკლასელთა
რეგისტრაციასთან და ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული პროცედურები განმარტა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, ერთობლივი
პროგრამების განხორციელების შესახებ შეთანხმებას ხელი გიორგი მარგველაშვილმა და
სოზარ სუბარმა მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, ნორჩ მეცნიერთა და შემოქმედთა VII საერთაშორისო
ოლიმპიადის გამარჯვებულები
დაჯილდოვდნენ. ოლიმპიადა “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებით
ჩატარდა და მასში 27 ქვეყნის 272 მოსწავლე, 125 პროექტით მონაწილეობდა.
საქართველოს განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ
კახაბერ გუგეშაშვილმა დღეს, თბილისის 176-ე საჯარო სკოლაში თანამშრომლობის
მემორანდუმს
მოაწერეს ხელი.