საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამერიკის შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს
შეხვდა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის
თანამშრომლები დღეს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ათასწლეულის
გამოწვევის ფონდი
- საქართველო“ სამ პროექტს ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და
უმაღლესი განათლების მიმართულებით. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში ზოგადი
განათლების პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლაში, სადაც ერთი ან მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლე სწავლობს, მიმდინარე სასწავლო წლიდან, ინკლუზიური განათლების ერთი ან რამოდენიმე სპეციალისტი (სპეციალური მასწავლებელი; კოორდინატორი; ფსიქოლოგი) მუშაობს.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროში საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და ესტონეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
2014 წელს სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროებისა და შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე პირთა დასაქმების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები, დღეს, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სოციალურ პარტნიორებს გააცნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა 54-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი თამარ სანიკიძე ქუთაისის
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
500-მდე სტუდენტს
შეხვდა. შეხვედრა ლექცია–დიალოგის ფორმატში წარიმართა და მისი მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება უმაღლესი განათლების
მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ
პროექტებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობასა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ტექნიკურ
უნივერსიტეტში ჟიული შარტავას 70 წლისთავისადმი
მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო თემაზე „თანამედროვე პოლიტიკა და
მეცნიერების ამოცანები“.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადილემ ლია გიგაურმა ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის
199-ე საჯარო სკოლაში
ფიზიკის თანამედროვე სასწავლო ლაბორატორია გახსნა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ქეთევან ნატრიაშვილი და სამინისტროს თანამშრომლები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს
შეხვდნენ. მსოფლიო ბანკი განათლების სექტორში ერთ-ერთი წამყვანი
დონორი და პარტნიორია.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის
ირაკლი ღარიბაშვილის და გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და
დსთ–ს ქვეყნების რეგიონალური დირექტორის მარი–პიერ პუარიეს ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა
საქართველოს მთავრობის და იუნისეფის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის განხორციელებაში
მიღწეული პროგრესის შესაფასებლად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იაშვილის
სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს
ეწვია, მათ დედებს დედის დღე მიულოცა, გაამხნევა და შვილების
გამოჯანმრთელება უსურვა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორმა გია მამულაშვილმა 180-ე საჯარო სკოლის მრავალშვილიან
პედაგოგს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები
გადასცეს.