საჯარო სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი
კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის პროექტის პირველადი განხილვა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხარისხისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტროში“ ფარგლებში შედგა და მასში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და პროექტით დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს.
განათლების სისტემის განვითარების მიზნით გასახორციელებელი პროექტებისთვის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა – საქართველო“ დაინტერესებულ პირთათვის წინასატენდერო საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოს ბიზნესის
აკადემია - SBA- ში „საქართველოს კერძო
კოლეჯების ასოციაციის (სკკა)“ მიერ ორგანიზებულ
კერძო კოლეჯების ფორუმს დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს თანამშრომლები სისხლის
გადასხმის საქალაქო
სადგურის მიერ ორგანიზებულ აქციაში ჩაერთნენ, მათ უანგაროდ
ჩააბარეს სისხლი და ამით გამოხატეს თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც
დახმარება ესაჭიროებათ.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა გიორგი
მარგველაშვილმა პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ 119
მონაწილეს, რომლებმაც ორი სასწავლო სემესტრი წარმატებით დაასრულეს, სერტიფიკატები
გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო
გეგმების დეპატრამენტმა გაეროს
ბავშვთა ფონდის (UNICEF), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID), ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” (Save the Children)
ხელშეწყობით გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის “ინკლუზიური
განათლება - სპორტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის”.
2013 წლის მარტიდან ახალი პროექტის „სკოლების ხელმისაწვდომობა“
ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით 140 საჯარო სკოლას სასკოლო ავტობუსი
მოემსახურება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის
ბიუჯეტით მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად, 26%-59%-ით გაიზარდა. დღეს, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე ყველა საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ფინანსურ მენეჯერს შეხვდა და დეტალურად აუხსნა რა ცვლილებები
განხორციელდა პედაგოგთა შრომის ანაზრაურების გაცემის წესში.
მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს
სკოლებში
კომპიუტერული პროგრამა - KCFE დაინერგება.
დღეს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში პროგრამის პრეზენტაცია და
საჩვენებელი გაკვეთილი თავად ავტორმა, მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა ჩაატარა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით,
„დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში
ოფიციალურად გაიხსნა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსი.
2013
წლის 14 თებერვალს, საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო
რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური
შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის
მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს
ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა სასკოლო საჩოგბურთო პროგრამის
პრეზენტაცია გამართეს.
ღონისძიებას პროგრამაში ჩართული 26 საჯარო სკოლის დირექტორი და სპორტის
მასწავლებლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერებს სამინისტროს მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის შესარჩევი ეტაპი
დასრულდა. შერჩეულ აპლიკანტებს
გთხოვთ, გამოცხადდეთ საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროში
ორშაბათს, 18 თებერვალს, 10:00 საათზე და თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის
წევრები განათლების სფეროსა და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს
განაგძობენ.