ყაზახეთის ჟაუტიკოვის მე-9
საერთაშორისო
ოლიმპიადაზე
საქართველოს ნაკრებმა პირველი
ადგილი მოიპოვა. ქალაქ ალმატიში გამართულ ოლიმპიადაში მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში
ვ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე ფიზიკა-მათემატიკური
სკოლის, ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური
სკოლისა და თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის
უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.