საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ახალი ტექნოლოგიური
უნივერსიტეტი გახსნეს. პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი დაარსდა მიზნად ისახავს
საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული
მეცნიერებების დარგებში კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტის დაძლევას და ამ
სფეროების მიმართ სტუდენტების დაიტერესებას.