საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებული პირები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.
სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია” სკოლამდელი განათლების საგრანტო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტებს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, მეოთხე წელია ახორციელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთათვის დამატებით ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს. დღეიდან, 10 სექტემბრის ჩათვლით, მშობლებს საკუთარი შვილების დარეგისტრირება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და catalog.edu.ge-ზე შეეძლებათ. საბუთების მიღება სკოლებში 2 სექტემბრიდან დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. 2012-2013 სასწავლო წელს 24501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, რაც დარეგისტრირებული აბეტურიენტების რაოდენობის 71%-ს შეადგენს.
2012-2013 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 2012 წლის 17 სექტემბერს დაიწყება. სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება მიმდინარეობს და ყველა სკოლა ტრადიციულად, 17 სექტემბერს სასწავლო პროცესს შეფერხების გარეშე განაახლებს. სარეაბილიტაციო სამუშაო წელს 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ”აისის” საქმიანობას გაეცნო.