3-დან 8 აგვისტოს ჩათვლით, გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტთა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადები მიიღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ შოთა ნიჟარაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ავტოავარიის შედეგად დაშავებული პედაგოგი ნინო აბულაძე მოინახულეს.
სტუდენტური დასაქმების პროგრამის “summer job” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სანდრო კვიტაშვილმა გურჯანიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტთა მობილობის პროცედურა გამარტივდა და 2012 წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადა 1 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ შოთა ნიჟარაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.