მშვიდად მიმდინარეობს გამოცდები ბათუმის საგამოცდო ცენტრში, სადაც მეორე
სესიისთვის სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესს მინისტრის მოადგილე ნოდარ
სურგულაძე გაეცნო.
აჭარის რეგიონში ორი საგამოცდო ცენტრი მუშაობს, ერთი ბათუმში, ერთი ხულოში.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში
გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე აკვირდება.
ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ქართულ ენასა და
ლიტერატურაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ნოდარ სურგულაძე აკვირდებოდა. გურიის რეგიონში ერთი საგამოცდო ცენტრი
ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
საქართველოს ნაკრები გუნდები საერთაშორისო
ოლიმპიადები 2012-სთვის ემზადება. ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და
ბიოლოგიის ოლიმპიადებზე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 19
მოსწავლე გაემგზავრება.
შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების
შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. შესაბამისი
ვებ-გვერდი www.qim.ge საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო
კონკურსის ფარგლებში შეიქმნა.
გამოცდები მთელი
საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტებისთვის 28 ივნისს, პედაგოგებისთვის კი - 2
ივლისს დაიწყება. 6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის
ჩატარდება, ხოლო 12-13 ივლისს გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატები გავლენ.
პრეზიდენტის საჩუქარი ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარჩინებულმა
მოსწავლეებმა მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მცხეთა-თიანეთის რეგიონის საჯარო
სკოლების 17 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები პირადად გადასცა.
პრეზიდენტის
საჩუქარი ამჯერად
ოზურგეთის რეგიონის
წარჩინებულმა მოსწავლეებმა
მიიღეს. საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ნოდარ
სურგულაძემ ოზურგეთის
რეგიონის საჯარო
სკოლების 23 მეათეკლასელს
პერსონალური კომპიუტერები
ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან
ერთად გადასცა.
ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში 100 ”მომავლის კლასი”
გაიხსნება. ამ ეტაპზე ”მომავლის კლასების” რემონტი და მათი სათანადო
ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრ CERN-ის
გენერალური დირექტორი, პროფ. როლფ-დიტერ ჰოიერი დღეს, ბაკურიანში
საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას ეწვია. მან
მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა და მათ კითხვებს უპასუხა.
ნარკოტიკებთან
ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახური შეუერთდა. ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მანდატურების ინიციატივით მარათონი გაიმართა.
პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი
ამჯერად აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების 151 მეათეკლასელმა მოსწავლემ
მიიღო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ
კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რომლებმაც საბაზო
საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მომავალ
პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა და მათთვის გადასაცემი კომპიუტერების
აწყობის პროცესს დაესწრო.