საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთში, იუსტიციის სახლში სტუდენტებს შეხვდა და
მათ სტუდენტური ფასდაკლების ბარათები - „გაიმარტივე ცხოვრება“ გადასცა.
მიხეილ სააკაშვილმა მათ ბარათის კონცეფცია და ის შესაძლებლობები გააცნო,
რომლითაც თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად გაიმარტივებს ცხოვრებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე,
კოკა სეფერთელაძე №9 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და მათემატიკაში
მეოთხეკლასელთა ეროვნული შეფასების მიმდინარეობას დაესწრო.
ცნობილი რუსი ბლოგერი რუსტომ ადაგამოვი, მეტსახელად „დრუგოი“ საქართველოში იმყოფება. ადაგამოვი დღეს ბლოგერების სახლში ქართველ ბლოგერებს შეხვდა და მასწავლებლის სახლი დაათვალიერა.
მთაწმინდის პარკში ადრეულ ასაკში
განათლებისა და განვითარების კვირეული გაიხსნა. კვირეული რამდენიმე
დღეს გასტანს და ბათუმში საზეიმოდ დაიხურება. ღონისძიება განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)
ორგანიზებით
იმართება.
დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №22 საჯარო
საჯარო სკოლაში დაფუძნდა სამოქალაქო
კლუბი „21 საუკუნე“, რომელმაც USAID -ის
ფარგლებში სასკოლო მედია-ცენტრ „ლიბერტას“
პრეზენტაცია მოაწყო ღონისძიების სლოგანი იყო „მომავალი იწყება აქ“.
განათლების მართვის სამწლიანი პროგრამა, რომელიც
საქართველოს განათლების სისტემის მართვის გაძლიერებასა და განათლების პოლიტიკის
მართვის ეფექტურობას უზრუნველყოფს, წარმატებით დასრულდა.
„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის უცხოელი მოხალისე
მასწავლებლები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 2011-2012 სასწავლო წელი,
სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
იმ პირველკლასელთა
მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს, ვინც
2012 წლის 15 ივნისის ჩათვლით დაარეგისტრირებს ბავშვს შესაბამის სკოლაში, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი
წარმომადგენლის მიერ სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა
რეგისტრაციისას მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა მოხდეს 2012 წლის 18 ივნისიდან 2012 წლის 19 ივლისამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროექტ
”Summer Job”-ში მონაწილე იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროგრამაში 4
ივნისის დამატებითი რეგისტრაციით ჩაერთვნენ.
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის,
ოზურგეთის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, თბილისის, რუსთავის, თელავის,
სიღნაღისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. თბილისში ხუთი
საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
ზესტაფონის
რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლა აშენდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც ახალი სკოლა
აშენდება.