დღეს, 22 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენის გამოცდით
გაგრძელდა. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად რუსთავის №4 საჯარო
სკოლაში აკვირდებოდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია
მიმინოშვილმა და სამინისტროს განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ გამოცდების პირველი დღე
შეაჯამეს.
დღეიდან საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას სახლიდან
გაუსვლელად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, www.facebook.com/emis.ge,online რეჟიმში
შეგიძლიათ უყუროთ.
2011-2012
სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დილის 9 საათზე საქართველოს ყველა
სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. სკოლები ტექნიკურად გამართულია
და მზად არის გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,უსაფრთხო
სკოლა’’ მეორე დღეს 33 წარმატებული ქართველი მანდატური დაჯილდოვდა და ყველა მათგანი საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის
(NASRO) წევრი გახდა.
ბენეფიციარი მანდატურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მუშაობენ და
განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან.
საერთაშორისო კონფერენციის-,,უსაფრთხო
სკოლა” მონაწილე უცხოელი სტუმრები დღეს ბათუმის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. დაათვალიერეს
გონიოს ისტორიული ციხე-სიმაგრე,
პიაცა, მოინახულეს ახლი
მშენებლობები.
19-20 მაისს, ბათუმში საერთაშორისო
ეროვნული ასოციაცია (NASRO) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო
კონფერენციას მართავს. კონფერენციის - ,,უსაფრთხო სკოლა’’ მიზანია სასკოლო
უსაფრთხოების სფეროში საქართველოს გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაცნობა.
საატეტსტო გამოცდების წინ, 19 და 20 მაისს საატესტატო გამოცდებზე
დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის პრეტესტი მიმდინარეობს. საქართველოს
1600-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ორი დღის განმავლობაში 8 სესიად ჩატარდება.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან,
რომლის ჩაბარებაც საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.
თანამედროვე სტანდარტების ფოთის პოფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი’’ 7 მაისიდან
ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები
შეუდგნენ სწავლას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროგრამის
ფარგლებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო
სკოლების პირველ კლასში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის მოსახლეობას შეხვდა და მათ
შეკითხვებს უპასუხა. ბათუმელ მოსახლეობას მინისტრთან
ყველაზე მეტი შეკითხვა მოახლოებულ საატესტატო, ერთიან ეროვნულ და მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებთან
დაკავშირებით ჰქონდათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში
გამარჯვებული 95 მოსწავლე ფულადი პრემიებითა და სიგელებით
დაასაჩუქრა.
სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული
გამოცდა ჩააბარეს. გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა და მასში 1600–ზე მეტი
სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა.