ანტინარკოტიკული
კამპანიის დევიზისა და ლოგოს კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებული დევიზის - “გაუფრთხილდი თავს, ნარკოტიკი კლავს” ავტორი
თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ოსეფაშვილია.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩოხატაურის რაიონის სოფელ
ქვაბღაში ახალ სკოლა აშენდა. ამჯერად სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოები და
გარე
პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. ახლადაშენებული სკოლა მინისტრის
მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ დაათვალიერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რადიოსადგურ ,,ეხო მოსკვი’’-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა. ,,ეხო მოსკვი’’-ს ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში რუსული ენის სწავლებით დაინტერესედა.
ორი წლის წინ საქართველოს სკოლებში მანდატურის
ინსტიტუტი ამოქმედდა. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა მანდატურებს თავად მიულოცა ორი წლის იუბილე და მათგან ათი
საუკეთესო მანდატური პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა, ჯილდო გადაეცა
მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს ზვიად ხიდიშელსაც.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ქალაქ თბილისის
საკრებულო, თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის, ”ევროპის დღის” აღსანიშნავად
კონკურსებს აცხადებს.
საქარათველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ოზურგეთის მე–2
საჯარო სკოლაში ოზურგეთის სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე
ნდოარ სურგულაძემ სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე
ისაუბრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2012 წლის აგვისტოში საქართველოში კიბერუსაფრთხოების სკოლა ამოქმედდება, სადაც ნებისმიერი მსურველი გადამზადდება.
საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, ზაფხულში
ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო სექტორში 25 000 სტუდენტი
დასაქმდება.
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში
სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურებმა აქციაში მონაწილეობა მეხუთედ
მიიღეს და მსგავს ქველმოქმედებაში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ვებ-გვერდის www.blogger.ge-ს პრეზენტაცია გამართა. ვებ-გვერდი სამინისტროს ახალი პროექტის „ბლოგერთა სახლის“ კონცეფციის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გლდანში პროფესიული გადამზადების
ახალი ცენტრი შენდება. დღეს, მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო.
2012 წლის 6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში ტარდება.
პრეტესტებისას
მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები
გამოცდების დავალებებზე იმუშავებენ და ამით იმ გარემოს გაეცნობიან, რაც მათ საატესტატო
გამოცდებზე ექნებათ.
თბილისის 105-ე საჯარო
სკოლის უფროსკლასელებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს
ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი
მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია
წარმოადგინეს. ღონისძიებას აგვისტოს ომში
გარდაცვლილი
გმირის ვახტანგ გზირიშვილის დედა ესწრებოდა.