ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრს დიმიტრი შაშკინს მოუსმინეს, რომელმაც სისტემაში გატარებულ და
უახლოეს პერიოდში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის 2012 წლის ძირითად
პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან
ეროვნულ, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებზე online რეგისტრაციის პროცესი
დასრულდა. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე 41 000 მსურველი დარეგისტრირდა,
ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს.
პროექტის „დემოკრატია იწყება შენით“ ფარგლებში
სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა მეორედ ჩატარდა.
საქართველოდან და სომხეთიდან არჩეულმა მოსწავლეებმა ერთობლივი დეკლარაცია
მიიღეს, რომელსაც ისინი მოგვიანებით ბრიუსელში, ევროპარლამენტში
წარადგენენ.
რეფორმების გასაცნობად ამჯერად, საქართველოში
ბრაზილიელი სენატორი
კრისტოვამ ბუარკე ჩამოვიდა. სენატორს დღეს,
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი შეხვდა და განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები პირადად
გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროში საგანმანათლებლო
დაწესებულებათა e-Catalog-ი (ელექტრონული კატალოგი) შეიქმნა. კატალოგში
შესულია დეტალური ინფორმაცია საჯარო სკოლების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მენიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი
ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია და ქვემო
ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. ჟვანიას
სკოლაში 82 დირექტორი ამჟამად, ქართული ენის ინტენსიური სწავლების
კურსს გადის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი ქუთაისის
საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების რამდენიმე მსურველს 1000 ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა.
კიდევ ერთი მასწავლებლის სახლი საქართველოში - ქუთაისის მასწავლებლის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენრტის დირექტორთან, გია მამულაშვილთან ერთად გახსნა.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა
სეფერთელაძე და ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ
ჭიაბერაშვილი პროფესიული განათლების ცენტრ „იკაროსს“ ეწვივნენ.
სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, თბილისის კლასიკური
გიმნაზიის უფროსკლასელები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საჯარო
ლექციას და საგანმანათლებლო ინტერნეტ თამაშის ”სასამართლო” პრეზენტაციას
დაესწრნენ.
საქართველოში
მიმდინარე ანტინარკოტიკულ კამპანიაში უმაღლესი სასწავლებლები
ერთვებიან. დღეს, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში სტუ-ს სტუდენტური
თვითმმართველობის ორგანიზებით, ანტინარკოტიკული აქცია, სიმბოლური სახელით - “sport VS drugs” გაიმართა.
ახალი სასწავლო წლიდან თელავში ფიზიკა-მათემატიკის სპეციალიზირებული სკოლა
გაიხსნება. სკოლა თელავის № 3 საჯარო სკოლის ბაზაზე ამოქმედდება და მას
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ,,Summer job’’-ის რეგისტრაცია სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს პროგრამაში დარეგისტრირებისთვის ერთვიანი პერიოდი ჰქონდათ გამოყოფილი, ვაკანტური სამუშაო ადგილები თითქმის ერთ დღეში შეივსო.